Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საფრანგეთში ქართველმა სტუდენტებმა საქართველო წარადგინეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის, „ტურიზმი“-ის სტუდენტებმა, ა.წ. 25 მარტს, საფრანგეთის კულტურის დედაქალაქად ცნობილ ქალაქ ვილერბანში გამართეს ქართული საღამო. მათ წარმოადგინეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემაზე შექმნილ პრეზენტაცია, ქართული მუსიკის, ცეკვისა და ვიდეო ფილმის თანხლებით.

 

დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ მოეწყო საღამოს პირდაპირი ტრანსლაცია ონლაინ ტელევიზიით, რომლის სრული მასალა განთავსდა სოციალურ ქსელში (იხილე დანართი) 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი დიეგო კოლასი (Diégo Colas) და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, საფრანგეთის მხრიდან, ბატონი ფრედერიკ ლამანტია (Frederic Lamantia). საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.

 

პრეზენტაცია მიეძღვნა ქართულ კულტურულ ტრადიციებს, ისტორიას, მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობას. საღამო შესანიშნავად იყო მომზადებული, ქართველი სტუდენტების მიერ, როგორც  თანამიმდევრობით, ისე ინფორმაციული დატვირთვით და გაფორმებით. მეტიც, თითოეულ თემის განხილვის შემდეგ, სტუდენტები მაღალ დონეზე ასრულებდნენ შესაბამის ქართული ცეკვებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს და სიმღერებს. შესრულდა სულიკოც, როგორც ქართულ, ისე ფრანგულ ენებზე, ეკრანზე გამოსახული ფრანგული ტიტრების თანხლებით, რამაც მთელი აუდიტორია აიყოლია. დარბაზი არ წყდებოდა ოვაციები. ეს საღამო დაუვიწყარ მოგონებად დარჩება როგორც ქართველი, ისე ადგილობრივი ფრანგი სტუმრების მეხსიერებაში.